კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" სტუმრად "ხაზარს" მოუგო

AutoSharing Option
7 თებერვალს აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა". ბაქოელები XX ტურში ლენქორანის "ხაზარს" სტუმრად დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.

ბაქოელთა გუნდში ქართველთაგან ბაჩანა ცხადაძემ და ლაშა სალუქვაძემ ითამაშეს. ცხადაძე მე-60 წუთზე შეცვალეს, სალუქვაძემ კი მატჩი სრულად ჩაატარა. სათადარიგოთა შორის იყო გუნდის მეკარე გიორგი ლომაია.

ამ გამარჯვებით ცხადაძის გუნდმა 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. "ინტერი" ლიდერ "ყარაბაღს", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს, ოთხი ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული