დავით დევდარიანი: თამაშის საშუალებას ზურგის ტრავმა არ მაძლევს

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე გამგზავრებულ დანიურ "ორჰუსს" მხოლოდ ორი ჩვენებური გაჰყვა - მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე. გუნდთან ერთად ვერ ემზადება 27 წლის დავით დევდარიანი, ვისაც, აგერ, უკვე რა ხანია, ტრავმა აწუხებს.

მაინც რა სჭირს ასეთი მოურჩენელი ფეხბურთელს, ვინც თავისი პოტენციალით დღეს საქართველოს ნაკრებს შეიძლებოდა გამოსდგომოდა?

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს დევდარიანის თამაში, დაგვეთანხმება - მისი ტექნიკური, რბილი სათამაშო მანერა, მოედანზე მოქმედების მასშტაბი და პასის გამორჩეული კულტურა ამ ფეხბურთელს დღევანდელ ჩვენს რეალობაში სერიოზულ ფასს სძენს.

მეორეა მოთამაშის შინაგანი ბუნება. განათლებული, ზრდილობიანი, უწესიერესი -
ასე იცნობს დევდარიანს ქართული საფეხბურთო თემი. ჯერ ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, როდის დაუბრუნდება ის მინდორს.

დიდი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, დავითს ხმა მივაწვდინეთ. აი, რა გვითხრა მან:

"სამწუხაროდ, თამაშის საშუალებას ზურგის ტრავმა არ მაძლევს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის".

იმედს ვიტოვებთ, რომ დევდარიანი მინდორს მალე დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული