კიევის "დინამო 2"-ის მცველი ბადრი აქუბარდია: საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი

AutoSharing Option
კიევის "დინამო 2"-ში 22 წლის ქართველი მცველი ბადრი აქუბარდია თამაშობს. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა dynamo.kiev.ua-ს, საიდანაც რამდენიმე საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ:

"1992 წელს საქართველოში ომი გაჩაღდა. როცა სამი წლის გავხდი, ჩემი ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად".

"მსურს, რომ უკრაინაში მალე დადგეს მშვიდობა და ომი დასრულდეს. ამისთვის მზად ვარ, უკრაინისთვის ხელში იარაღიც ავიღო".

"საქართველოში ჩავდივარ ხოლმე, არდადეგებზე ვიყავი ახლახან. ქართულ ფეხბურთს თვალს ვადევნებ. საქართველოში ფეხბურთის დონე ისეთი მაღალი არ არის, როგორც უკრაინაში. თუ უკრაინაში თამაშით სიამოვნებას იღებ, საქართველოში - იტანჯები.

იქ ჩემი ძმა
მუშაობს მწვრთნელად. ამბობს, რომ 8-10 წლის ბიჭების ძალიან ნიჭიერი თაობა მოდიან. მათ რომ მიზანი ჰქონდეთ, დიდი ფეხბურთელებიც გახდებიან".

"საქართველოში თამაშზე რას ვიტყვი? ალბათ, ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვისურვებდი. საკლუბო დონეზე კი უკრაინაში მირჩევნია გარჯა", - ამბობს აქუბარდია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერე რა რომ 22წლისა ..ასე რომ ფიქრობენ საქართველოში იმიტომ არის ფეხბურთი კაი მდგომარეობაში...
hitmen
13 თებერვალი 2015 15:31
0
22წლისაა მერე რა..22წლის ფეხბურთელები ბებრები რომ გონიათ იმიტომ არის საქართველოს ფეხბურთი მაგარ მდგომარეობაში.. )))
hitmen
13 თებერვალი 2015 15:30
0
17 - 18 წლის რომ იყოს კიდევ ხოო, და 22 ცოტა გადაბერებული ხომ არაა დინამო 2-თვის?
grisha
13 თებერვალი 2015 09:33
0
დინამო2- მოთამაშე 22 წლის ფეხბურთელი არამგონია ნაკრებისთვის ხეირის მომტანი იყოს
ზურა
12 თებერვალი 2015 18:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული