12 თებერვალს ჩვენთვის მეტად საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა თურქულ ბელექში, სადაც ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და უზბეკეთის საუკეთესო გუნდი, ტაშკენტის "ფახთაქორი" შეხვდნენ.
მოგეხსენებათ, "რუბინის" ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი უკანახაზელი მამუკა კობახიძე იცავენ.
მატჩი 2:2 დასრულდა. სასიამოვნოა, რომ 24-ე წუთზე ტაშკენტელთა შემადგენლობაში თავი ჩვენებურმა კახა მახარაძემ გამოიჩინა. საინტერესოა, რომ ისევე, როგორც სხვა დროს, მან ამჯერადაც კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა მოედანზე უზბეკეთის ყველაზე ტრადიციული გუნდი.
რაც შეეხებს "რუბინის"
* * *
სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი წააგო ჩვენებურების "ტოსნომ". ეს გუნდი რუსეთის I ლიგის (FNL) თასის გათამაშებაში 0:1 დამარცხდა იაროსლავლის "შინიკთან". ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ნავალოვსკი და ოთარ მარცვალაძე.* * *
ლუცკის "ვოლინი", სადაც სანდრო კობახიძე თამაშობს, თურქულ შეკრებას აგრძელებს. უკრაინული კლუბი სოლიგორსკის (ბელორუსი) "შახტიორს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ. ამ დღეს მას 28 წელი შეუსრულდა. კობახიძეს იუბილე თანაგუნდელებმა და "ვოლინის" ოფიციალურმა ვებგვერდმა მიულოცეს.
* * *
საბერძნეთის თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ოფი-მ საშინაო ასპარეზზე "ქსანტი" მიიღო, ფრედ ეთამაშა - 1:1. ოფი-ს რიგებში 90 წუთი დაჰყო მოედანზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მერებაშვილიც და 64-ე წუთზე შეცვალეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"