შოთა არველაძე: ვამაყობ ჩემი თითოეული ფეხბურთელით

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" თურქეთის ჩემპიონატში ნავსიანი სერია შეწყვიტა და "ქარაბუქს" გასვლაზე დაუზავდა - 0:0.

თურქული კლუბის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ლაშა დვალს, თამაშის დასრულების შემდეგ კი შოთამ თქვა:

"ჩვენი მდგომარეობა ამ თამაშის წინ იოლი არ იყო. თუნდაც გამოცდილი მეკარის, ისაკსონის ტრავმა ავიღოთ. მინდა, მის ნაცვლად მოთამაშე ერტაჩი შევაქო.

დებიუტი ჰქონდა ლაშა დვალს.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე შანსები. მე ვამაყობ ჩემი თითოეული ფეხბურთელით და იმ თავდადებით, რაც მათ მინდორზე აჩვენეს", - განაცხადა შოთამ.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ოთხი გოლი, აღებული პენალტი და ორი დებიუტი [VIDEO]
ლაშა დვალმა თურქეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული