დიდია ალბათობა, თემურ ქეცბაია სამუშაოდ აზერბაიჯანში მიიწვიონ

AutoSharing Option
"გაბალას" ხელმძღვანელობა უკრაინელი მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის შემცვლელს ეძებს. "აზერიფუტბოლის" ინფორმაციით, დიდია ალბათობა, გუნდი საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ "გაბალაში" ქეცბაიას დანიშვნა იანვარშიც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ ეს არ გამოვიდა.

"აზერიფუტბოლის" ცნობით, "გაბალას" პრეზიდენტი ტალე ჰეიდაროვი იმედგაცრუებულია გრიგორჩუკის მუშაობით, განსაკუთრებით მას მერე, რაც თავად უცქირა "გაბალას" მარცხს (1:3) ბაქოს "ნეფთჩისთან".

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ ქეცბაიას ზურგს უკან მდიდარი სათამაშო და სამწვრთნელო კარიერაა. იმ შემთხვევაში, თუ ქეცბაია "გაბალას" ჩაიბარებს, ის აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში დასაქმებული მესამე ქართველი მწვრთნელი გახდება კახა
ცხადაძისა
და გიორგი ჩიხრაძის შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ არ უნდა აეღო ფული რა მაგის სამუშაო არ არის ეგ თუ... შენ რომ შემოგთავაზონ 5 მილიონი უარს იტყვი? არა არ იტყვი და ან კიდე რატომ უნდა თქვა რა თუ გაძლევენ აიღე და შენი საქმე აკეთე! ეს კაცი თავის საქმეს აკეტებდა შეიძლება არ გამოვიდა მაგრამ ფულს არ უნდა გადავაყოლოთ! ნუ გავბოროტდებით გვერდში დავუდგეთ ქეცბას! წარმატებები და წინსვლა კარიერაში
Giorga
14:31 20-02-2015
0
მეც შემიგინია ზმა ტემურიზე,მაგრამ მაგარია.ახლა ვნახოტ რას ვიზავტ,იმედიანა კი ვარ მაგრამ პეხბურტელტა კონტიგენტი?
xashura
21:38 19-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული