თორნიკე ოქრიაშვილი "ანდერლეხტთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება

AutoSharing Option
ბელგიაში მძვინვარე გრიპის ეპიდემია "გენკსაც" შეეხო და მისი ქართველი ლეგიონერი თორნიკე ოქრიაშვილი იმდენად სერიოზულად გახდა ავად, რომ მედიკოსების ჩარევა დასჭირდა.

თუმცა "გენკის" ბანაკიდან კარგი ამბავი მოვიდა - თორნიკე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად მსუბუქი ვარჯიშიც დაიწყო.

კვირას, 22 თებერვალს "გენკს" მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ბელგიური ფეხბურთის ფლაგმან "ანდერლეხტთან" და ისე ჩანს, რომ ჩვენებური იმ თამაშისთვის მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული