50-ე წუთზე სწორედ მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ გაიხსნა ანგარიში.
"ლელო" კანკავას უკრაინაში შეეხმიანა.
- გილოცავთ მეტად მნიშვნელოვან გოლს. როგორ იხსენებთ იმ ეპიზოდს?
- რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო. "ოლიმპიაკოსი" ძლიერი მეტოქეა. გოლს რაც შეეხება, მგონი, არ გამოვიდა ურიგო... რა ვიცი, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი...
- ტრავმის გამო კარგა ხანი გაგიცდათ. ელოდით, რომ მწვრთნელი მირონ
- არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა ძირითადში. მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და მეც, რაც შემეძლო, ის გავაკეთე.
- როგორ ფიქრობთ, "დნიპრო" პირველი მატჩის შედეგის (2:0) შემდეგ წყვილში აშკარა ფავორიტია?
- ჩვენი შანსები ახლა უკეთესია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება. "ოლიმპიაკოსი" შინ შესანიშნავად თამაშობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა, თუნდაც - ჩემპიონთა ლიგაში.
- კარს მოგვადგა მალტასა და გერმანიასთან გასამართავი სანაკრებო მატჩები...
- ახლა ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ყველაფერი საქმით, მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.
აქვე, კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო კახა ცხადაძეს. ერთიც - სასიამოვნოა და საპასუხისმგებლო გერმანიის დონის ნაკრებთან თამაში.
- უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე თუ გადაწყდა საბოლოოდ, როდის გაგრძელდება ქვეყნის ჩემპიონატი?
- ჩემპიონატი მარტის დასაწყისში უნდა გაგრძელდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"