ლევან კობიაშვილი ბერლინის ოლიმპიურ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
ქალაქ ბერლინის მერის, კლაუს ვოვერაიტის გადაწყვეტილებით, გერმანიის დედაქალაქი 2024 ან 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის წარადგენს კანდიდატურას.

bz-berlin.de-ს ცნობით, ოლიმპიური კამპანიის ფარგლებში, ბერლინის სენატის წარმომადგენლები ოთხშაბათს, 25 თებერვალს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონთან" სიმბოლურ აქციას მოაწყობენ.

აქციას გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებიც დაესწრებიან. ასევე, მიწვეულები არიან "ჰერტას" ყოფილი ფეხბურთელები - ანდრეას ნოიენდორფი და ლევან კობიაშვილი.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს "ჰერტას" აკადემიის (სადაც ლევანი მუშაობს) 500 ფეხბურთელი, რომლებიც ბურთებით მოედანზე გამოსახავენ წარწერას: "ჩვენ გვსურს თამაშები". ეს ყველაფერი კი "ოლიმპიაშტადიონის" ოლიმპიურ ჩირაღდანთან მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ბერლინმა 1936
წელს უმასპინძლა ოლიმპიადას, ხოლო 2000 წლის კამპანია სიდნეისთან წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული