ნაკრების კანდიდატმა კახა მახარაძემ აზიის ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: "ფახთაქორის" კაპიტანი კახა მახარაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა კახა მახარაძემ აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გოლით დაიწყო.

24 თებერვალს ტაშკენტის "ფახთაქორი" შინ დაუპირისპირდა ირანის "ნაფტს" და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. 48-ე წუთზე ამ შეხვედრაში ანგარიში სწორედ მახარაძემ გახსნა, რომელიც "ფახთაქორის" კაპიტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ირანელებმა მალევე კი აღადგინეს წონასწორობა, თუმცა კაცნაკლულმა უზბეკურმა გრანდმა მაინც მოიგო სერგეევის გვიანი გოლით.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში აზალ-მა შინ 0:1 წააგო "ნეფთჩისთან". აზალ-ის რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი ლაშა კასრაძე.

* * *
თურქულ შეკრებაზე
მყოფმა კიშინიოვის "დაჩიამ" ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა მოსკოვის "ლოკომოტივი". მოლდოვური გუნდის რიგებში 55-ე წუთზე თავი ჯაბა დვალმა გამოიჩინა. ის თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დაჩიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო კიდევ ერთი ჩვენებური - დავით სირაძე. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მას შელაპარაკება მოუხდა "ლოკომოტივის" ხორვატ მცველ ვედრან ჩორლუკასთან. მთლიანობაში კი, ორივე ქართველი საკმაოდ აქტიური იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული