საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა კახა მახარაძემ აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გოლით დაიწყო.
24 თებერვალს ტაშკენტის "ფახთაქორი" შინ დაუპირისპირდა ირანის "ნაფტს" და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. 48-ე წუთზე ამ შეხვედრაში ანგარიში სწორედ მახარაძემ გახსნა, რომელიც "ფახთაქორის" კაპიტანია.
ირანელებმა მალევე კი აღადგინეს წონასწორობა, თუმცა კაცნაკლულმა უზბეკურმა გრანდმა მაინც მოიგო სერგეევის გვიანი გოლით.
* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში აზალ-მა შინ 0:1 წააგო "ნეფთჩისთან". აზალ-ის რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი ლაშა კასრაძე.* * *
თურქულ შეკრებაზე "დაჩიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო კიდევ ერთი ჩვენებური - დავით სირაძე. შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მას შელაპარაკება მოუხდა "ლოკომოტივის" ხორვატ მცველ ვედრან ჩორლუკასთან. მთლიანობაში კი, ორივე ქართველი საკმაოდ აქტიური იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"