გიორგი ფოფხაძის კონტრაქტი მინსკის "დინამოსთან" ორწლიანი იქნება

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ნაკრების კანდიდატ გიორგი ფოფხაძესა და მინსკის "დინამოს" შორის კონტრაქტი ორწლიანი იქნება. ხელშეკრულება მას მერე გაფორმდება, რაც "დინამო" თურქული შეკრებიდან მინსკში დაბრუნდება.

ორწლიანი კონტრაქტი ნათელი დასტურია იმისა, რომ თურქული შეკრებისას 28 წლის ფოფხაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მინსკელთა ჩეხ დამრიგებელზე, თბილისის "დინამოს" ყოფილ მწვრთნელ დუშან უჰრინ-უმცროსზე.

მოგეხსენებათ, ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის - ყოფილ კლუბ "იაგელონიადანაც". რატომ შეაჩერა ფოფხაძემ არჩევანი მაინცდამაინც მინსკის "დინამოზე"?

საქმე ისაა, რომ მინსკელებმა მას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. არის მეორე მომენტიც - ფოფხაძეს საქართველოს ეროვნულ
ნაკრებში სტაბილურად თამაში სურს და ამის გაკეთება ბელორუსის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდიდან უფრო იოლი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თარგამაძეზე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? თითქოს ეგეც მინსკის დინამოში უნდა ჩარიცხულიყო.
გგ
15:14 26-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული