"სლავიას" თავკაცი: ლევან ყენია "პლზენთან" პრინციპული მატჩისთვის შემოვინახეთ

AutoSharing Option
პრაღის "სლავიას" მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ბარანეკმა განმარტა, თუ რატომ არ ათამაშა ლევან ყენია ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა შინ 2:2 ითამაშა "ტეპლიცესთან".

"გარისკვა არ გვინდოდა და ლევან ყენიას ნაცვლად, კარელ პიტაკი ვათამაშეთ. ლევანი ბოლომდე არ იყო მზად. შეიძლებოდა, მას ახლა ეთამაშა და მერე ორი თვე დაესვენა, რაც არანაირად არ შედიოდა ჩვენს გეგმებში.

დიდი იმედი მაქვს, ყენია მზად იქნება "პლზენთან" პრინციპული მატჩისთვის", - თქვა ბარანეკმა.

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "სლავია" "პლზენს" სტუმრად 7 მარტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი
ფეხბურთელის გუნდი 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაანებეთ თავი.ჩამოიყვანეთ და აქ ათამაშეთ.
oeoe
03 მარტი 2015 15:25
0
ყენიას აქვს რაღაც ზიდანის მისი შვილი ენცოც იგივე სტილს თამაშობს ძალიან გვანან
lasha
03 მარტი 2015 14:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული