ლაშა დვალის ავტოგოლი და "ქასიმფაშას" ხელიდან გაშვებული მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მარტს, თურქეთის სუპერლიგაში XXIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" "ბელედიესფორს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ 65-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ეს მატჩი განსაკუთრებით უიღბლო გუნდის ახალგაზრდა ქართველი ლეგიონერისთვის, ლაშა დვალისთვის გამოდგა. 65-ე წუთზე, ლაშა მეტოქის იერიშის გაუვნებლობას, ბურთის კუთხურზე ნახტომში მოგერიებით იმედოვნებდა, თუმცა მისი თავურის შემდეგ ბურთი "ქასიმფაშას" კარში აღმოჩნდა.

მასპინძელთა კარში ათი წუთის შემდეგ მეორე გოლიც გავიდა. ქართველი მცველი ამ ეპიზოდშიც მონაწილეობდა, თუმცა აქ მისი დადანაშაულება მეტისმეტი იქნებოდა
- ლაშა ცდილობდა, მეტოქის კარისკენ დარტყმულს გადაღობებოდა, თუმცა გარჯა დაუგვიანდა.

ხელიდან გაშვებული გამარჯვების შემდეგ არველაძის გუნდი თურქეთის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე რჩება, თუმცა მის უშუალო კონკურენტებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებელი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
chaisvara ashkarad da ar ginda martleba exla
beso
11:58 07-03-2015
0
არაუშავს ლაშა, ფსიქოლოგიურად არ დაითრგყნო. შოთიმ უნდა გაამხნეოს
iikkkii
12:18 07-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული