ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე "დაჩიას" ახალწვეულმა, დავით სირაძემ გაიტანა. 33 წლის სირაძემ მეორედ ითამაშა "დაჩიაში" ბოლნისის "სიონიდან" გადასვლის მერე. ამით "დაჩია" ლიდერ "შერიფს" გაუთანაბრდა.
"დაჩიას" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ სირაძე და ჯაბა დვალი. სირაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დვალი - 59-ეზე. მასპინძელთა რიგებში 88-ე წუთამდე ითამაშა ირაკლი გოგინაშვილმა.