"გაბალაში კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვეშვათ. საპასუხო მატჩისთვის მთელი სერიოზულობით მოვემზადეთ. გამარჯვებულს მხოლოდ ეს შეხვედრა დაასახელებს.
რა იქნება მომავალში? არ მინდა წინასწარ რამის თქმა. ჩვენ მიზანი დასახული გვაქვს - უნდა მოვიპოვოთ ევროპალიგის საგზური.
მე ორჯერ მოვიპოვე თბილისის "ამერში" მუშაობისას საქართველოს თასი და ეს სასიამოვნო გრძნობაა. ძალიან კარგი იქნება, თუ ისევ განვიცდი ამ გრძნობას",