გიორგი ჩიხრაძე: თბილისის "ამერთან" ერთად თასი ორჯერ მოვიგე და ვიცი, ეს რა გრძნობაა

AutoSharing Option
13 მარტს აზერბაიჯანის თასის საპასუხო მეოთხედფინალები იმართება. გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" "გაბალას" ეთამაშება და ცალი ფეხით ნახევარფინალშია, რადგან მისმა გუნდმა სტუმრად 3:0 დაამარცხა მეტოქე.

"გაბალაში კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვეშვათ. საპასუხო მატჩისთვის მთელი სერიოზულობით მოვემზადეთ. გამარჯვებულს მხოლოდ ეს შეხვედრა დაასახელებს.

რა იქნება მომავალში? არ მინდა წინასწარ რამის თქმა. ჩვენ მიზანი დასახული გვაქვს - უნდა მოვიპოვოთ ევროპალიგის საგზური.

მე ორჯერ მოვიპოვე თბილისის "ამერში" მუშაობისას საქართველოს თასი და ეს სასიამოვნო გრძნობაა. ძალიან კარგი იქნება, თუ ისევ განვიცდი ამ გრძნობას",
- განაცხადა საპასუხო მატჩის წინ ჩიხრაძემ. 
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული