შოთა არველაძე: მადლობა "ქასიმფაშას", მე თანამდებობიდან მივდივარ

AutoSharing Option
13 მარტს გამართული, თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურის შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძისთვის.

"ქასიმფაშა" სტუმრად "კონიასთან" დამარცხდა - 1:2. სტუმართა რიგებში ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა.

მატჩის შემდეგ არველაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო:

"სეზონის მეორე ნახევარი კარგად არ აგვეწყო. ბიჭებს მადლობა გადავუხადე და გადავდექი, რადგან კარგი შედეგები არ გვაქვს. კლუბში ყველას მადლობას ვუხდი. აქ სამი შესანიშნავი სეზონი გავატარე. "ქასიმფაშას" მომავალში წარმატებას ვუსურვებ".

"ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე სტამბოლურ გუნდს 2012 წლიდან
წვრთნიდა. მანამდე ის თურქეთში "ქაისერისფორს" ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფაირპლეიმაგარიგააკეტემალადეც.ამას კველა არ იზამდა.კაცი ხარ კაცური და ნაგდი პროფესიონალი.უკეტესი გუნდიც იქნება.გული არ გაიტეხო
andro
12:12 15-03-2015
0
არველაძეებო ... დაიკიდეთ ეს .... კომენტრები და თქვენსას მიაწექით. როდის იყო ქართველი ქართველს აფასებდა?
Saba
23:29 14-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული