ის საბერძნეთის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე გოლკიპერია, რომელმაც ერთ მატჩში ორი პენალტი მოიგერია.
როდესაც ჩვენებურს ოფი-ში მის მომავალზე ჰკითხეს, ლორიამ შემდეგი უპასუხა: "კვირას ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მივემგზავრები და არ ვიცი, უკან საერთოდ ჩამოვალ თუ არა..."
- პირველ რიგში, გილოცავთ, თქვენ ორი პენალტის აღებით ისტორიაში შეხვედით...
- გმადლობთ, მაგრამ ეს არ ვიცოდი, ახლა თქვენგან გავიგე. მოხარული ვარ, მაგრამ
- თუ გახსოვთ, რამდენი პენალტი გაქვთ მოგერიებული კარიერაში?
- თამაშში ორი პენალტი კარიერაში პირველად მოვიგერიე. ერთხელ საქართველოს თასზე მოვიგერიე ორი დარტყმა, მაგრამ ეს იყო პენალტების სერია 1:1-ის შემდეგ და მაშინ ტიტული მოვიგეთ.
- როგორ გესახებათ თქვენი კარიერა უახლოეს მომავალში?
- არ ვიცი, კვირას მივდივარ ნაკრების შეკრებაზე და შეიძლება არც დავბრუნდე. მე თამაში მინდა და სეზონის ოფი-ში ჩამთავრება, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა - გუშინ სულ 9 მინდვრის მოთამაშე გვყავდა და მეათე ძლივს ვიშოვეთ. ჩემზე არაფერია დამოკიდებული.
ამასობაში, ჩემით კარგი კლუბები დაინტერესდნენ და ვნახოთ, რა იქნება. ოფი-ში სიტუაცია ტრაგიკულია და ამას ყველა ხედავს, ვისაც დანახვა სურს.
- თუკი ასარჩევად ბერძნული კლუბების ვარიანტები გექნათ, სად გირჩევნიათ გადასვლა?
- საბერძნეთში არის დიდი კლუბები, სადაც გადასვლა ყველას სურს, მაგრამ სახელებს არ დავასახელებდი. მე ვაფასებ ოფი-ს, რომლის წყალობითაც საბერძნეთში გაიგეს ჩემს შესახებ, ახლა აქ ყველამ იცის, რა შემიძლია.