გიორგი ლორია: ნაკრებში მივდივარ და აქ შესაძლოა, არც დავბრუნდე [VIDEO]

AutoSharing Option
gazzetta.gr-მ ინტერვიუ გამოაქვეყნა ბერძნული ოფი-ს მეკარე გიორგი ლორიასთან, რომელმაც ბოლო ტურში საფეხბურთო საბერძნეთი აალაპარაკა - მის კარში დანიშნული სამი პენალტიდან ორი მოიგერია.

ის საბერძნეთის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე გოლკიპერია, რომელმაც ერთ მატჩში ორი პენალტი მოიგერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როდესაც ჩვენებურს ოფი-ში მის მომავალზე ჰკითხეს, ლორიამ შემდეგი უპასუხა: "კვირას ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მივემგზავრები და არ ვიცი, უკან საერთოდ ჩამოვალ თუ არა..."

- პირველ რიგში, გილოცავთ, თქვენ ორი პენალტის აღებით ისტორიაში შეხვედით...
- გმადლობთ, მაგრამ ეს არ ვიცოდი, ახლა თქვენგან გავიგე. მოხარული ვარ, მაგრამ
ცუდია, რომ ოფი დამარცხდა. იმედია, ეს ამბავი წამადგება მომავალში, რადგან ახლა ოფი-ს შავ-ბნელი ხანა აქვს.

- თუ გახსოვთ, რამდენი პენალტი გაქვთ მოგერიებული კარიერაში?
- თამაშში ორი პენალტი კარიერაში პირველად მოვიგერიე. ერთხელ საქართველოს თასზე მოვიგერიე ორი დარტყმა, მაგრამ ეს იყო პენალტების სერია 1:1-ის შემდეგ და მაშინ ტიტული მოვიგეთ.

- როგორ გესახებათ თქვენი კარიერა უახლოეს მომავალში?
- არ ვიცი, კვირას მივდივარ ნაკრების შეკრებაზე და შეიძლება არც დავბრუნდე. მე თამაში მინდა და სეზონის ოფი-ში ჩამთავრება, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა - გუშინ სულ 9 მინდვრის მოთამაშე გვყავდა და მეათე ძლივს ვიშოვეთ. ჩემზე არაფერია დამოკიდებული.

ამასობაში, ჩემით კარგი კლუბები დაინტერესდნენ და ვნახოთ, რა იქნება. ოფი-ში სიტუაცია ტრაგიკულია და ამას ყველა ხედავს, ვისაც დანახვა სურს.

- თუკი ასარჩევად ბერძნული კლუბების ვარიანტები გექნათ, სად გირჩევნიათ გადასვლა?
- საბერძნეთში არის დიდი კლუბები, სადაც გადასვლა ყველას სურს, მაგრამ სახელებს არ დავასახელებდი. მე ვაფასებ ოფი-ს, რომლის წყალობითაც საბერძნეთში გაიგეს ჩემს შესახებ, ახლა აქ ყველამ იცის, რა შემიძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული