გურამ კაშია: არნემის "ვიტესში" კარიერის დასრულებაზე უარს არ ვიტყოდი

AutoSharing Option
ჰოლანდიაში გამოვიდა არნემის "ვიტესის" საკლუბო ჟურნალის, "ჩემი ვიტესის" მორიგი ნომერი, რომლის მოწინავე ინტერვიუ გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთანაა.

ამ ინტერვიუში ქართველი მცველი აცხადებს, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუკი "ხელრედომზე" უფრო დიდხანს დარჩება. შეგახსენებთ, რომ ახლანდელი კონტრაქტით, 27 წლის კაშია 2016 წლის ზაფხულამდე "ვიტესის" ფეხბურთელია.

"მსურს, უფრო დიდხანს დავრჩე არნემში. შესაძლოა, კარიერის დასრულებამდეც, თუმცა ფეხბურთში წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, გამოჩნდეს უფრო ძლიერ ლიგასა და კლუბში გადასვლის შანსი. მეც, როგორც ყველა სპორტსმენს, მიზნად წარმატებული კარიერა მაქვს დასახული", - განაცხადა ინტერვიუში კაშიამ.

გურამ კაშია 2010 წელს გადავიდა თბილისის "დინამოდან" "ვიტესში". არასრულ ხუთ სეზონში მცველმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 11 გოლის გატანა შეძლო.

21 მარტს "ვიტესი" "გო ეჰედ იგლსს" ხვდება. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული