ლეგიონი: გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა დევენტერშიც მოიგეს

AutoSharing Option
21 მარტს ჰოლანდიის ერედივიზიეში XXVIII ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო დაპირისპირება დევენტერში შედგა, სადაც სათამაშოდ გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" ჩავიდა.

არნემულმა გუნდმა მასპინძელ "გოუ ეჰედ იგლზს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-5 წუთზე ზაკარია ლაბიადიმ გახსნა, 65-ეზე კი თავი მარკო ვეინოვიჩმა გამოიჩინა.

ქართველებმა მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარეს.

ამ გამარჯვებით "ვიტესმა" 47 ქულას მოუყარა თავი და ერედივიზიეს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული