გიორგი მახათაძემ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
რუსეთის 17-წლამდელთა გუნდმა, რომლის ღირსებასაც გიორგი მახათაძე იცავს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ისლანდიელ თანატოლთა გუნდი გაანადგურა - 4:0.

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს გამართული შეხვედრის მიწურულს დუბლი სწორედ მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა ნახევარმცველმა შეასრულა. თანაც, მახათაძემ ორივე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს - ბოლო ტურში ჯგუფის ლიდერ ავსტრიას დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:

გრანატკინის მემორიალი: რუსეთის ნაკრებების თერთმეტი გოლიდან ექვსი ქართულია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული