გიორგი გადრანი ოდესის "ჩერნომორეცში" 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე ოდესის "ჩერნომორეცის" განაცხადში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გადრანი ოფიციალურადაა შეყვანილი. 20 წლის მცველი, რომელიც ბოლოს "გაგრის" ღირსებას იცავდა, უკრაინულ გუნდში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის პაუზის დროს გადრანი დამკვიდრებას სხვა უკრაინულ კლუბში, დონეცკის "ოლიმპიკში" ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის "ჩერნომორეცის" ღირსებას არცთუ შორეულ წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული