ლეგიონი: გიორგი ჭანტურიამ ოსტატური პენალტით მეკარეს "დასცინა" [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: კლუჟის დერბი
1-ელ აპრილს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ჩემპიონატსა თუ თასზე ითამაშა.

რუმინეთის თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში (კლუჟის დერბი) ერთმანეთს "უნივერსიტატია" და "კლუჟი" დაუპირისპირდნენ. თანაქალაქელებს შორის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. შეხვედრაში კი ნაკრებმოვლილი გიორგი ჭანტურია სტუმართა შორის 83-ე წუთზე გამოჩნდა.

საპასუხო მატჩის ძირითად და დამატებით დროში გოლები არ გასულა, "საფეხბურთო ლატარიაში" კი "უნივერსიტატიამ" იმარჯვა - 4:2.

ჭანტურიამ თავისი წილი პენალტი კი გამოიყენა, თან ძალიან ოსტატურად - მეკარის მოძრაობის საპირისპირო მხარეს ბურთს ოდნავ მიჰკრა ფეხი და შეაგორა, მაგრამ მისი
გუნდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" საშინაო შეხვედრაში აზალ-ს მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო. აზალ-ის ქართველი მცველი ლაშა კასრაძე მინდორზე მე-80 წუთზე შევიდა.

ტურის მატჩს დღეს, 2 აპრილს, ჩაატარებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი", რომელიც ჩემპიონატის ლიდერ "ყარაბაღს" სტუმრად დაუპირისპირდება.

ბაქოს "ინტერი" 43 ქულით მეორე ადგილზეა, ჩიხრაძის გუნდი "სიმურგი" კი 35 ქულით - მეოთხეზე.

* * *
უკრაინის თასის ნახევარფინალის საგზური ჯიბეში უდევს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს", რომელმაც მეოთხედფინალის პირველ, საგარეო მატჩში 4:0 მოუგო ოდესის "ჩერნომორეცს".

ნაკრებში დამაშვრალი ჯაბა კანკავა სტუმართა რიგებში არ გამოჩენილა, "ჩერნომორეცის" თადარიგში კი "მეზღვაურთა" ქართველი ახალწვეული გიორგი გადრანიც იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
NM-ს დაEMRE-ს. პენალტის "შესრულება" მარტო დარტყმა არ არი. აქ მთავარი მეკარის მოტყუებაა, ერთგვარი ფინტია და იწყება ბურთის წერტილზე დადებიდან. დარტყმის დროს საქმე უკვე მოთავებულია. კარგად "შეასრულა"!!!
v.v.a.
18 აპრილი 2015 23:19
0
არ ვიცი რაზე დაყრდნობით იძახი, რომ არ ვარგოდა, ან რატომ გგონია რომ გაუმართლა, იმიტომ რომ, როცა ჭანტურიამ დაარტყა მეკარეს მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ეს ხედავდა მეკარის არჩეულ კუთხეს. მოკლედ, არ ვიცი რატომ იძახი, რომ არ ვარგოდა, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამაინს მონდომება, შრომა და ყველაფერი კარგი რასაც ცდილობს და აკეთებს არ უნდა დაუკარგო, მით უმეტეს თუ შენი თანამემამულეა და ქვეყნის გარეთ ცდილობს თავის დამკვიდრებას და ქვეყნის სახელის წარმოჩენას და თან ამ შემთხვევაში მგონი მართლა კარგად გამოუვიდა. მეტი პოზიტივი და ჩვენი ბიჭების მხარში ამოდგომა არ გვაწყენდა ქართველებს ...
nm-s
18 აპრილი 2015 18:05
0
:D დაინახა სხვა კუთხეში რო გადახტა და მაგიტომ გააგორა მეორეში, გამართლება რა შუაშია საერთოდ :D
emre
18 აპრილი 2015 17:31
0
საერთოდ არ ვარგოდა, უბრალოდ გაუმართლა რომ მეკარემ კუთხე ვერ გამოიცნო
nm
18 აპრილი 2015 16:30
0
მსგავსი არაFერი მინახავს.ყოჩაღ ძმაო.
koba
02 აპრილი 2015 19:44
0
ჩელეს და ჭანტურიას შედარება არ შეიდზლება
kaxa
02 აპრილი 2015 17:16
0
ჩელებაძის დარტკმულზე მეკარეები ძელს ასკდებოდნენ.
wagneri janashia
02 აპრილი 2015 14:35
0
მომეწონააა,ჩელებაძე ურტყამდა ესე და მერე მენდიეტა
vasikobasiladze
02 აპრილი 2015 11:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული