მიუნხენის "ბაიერნის" მცველის,
ჯერომ ბოატენგის ყოფილმა მეგობარმა
შერინ ზენლერმა განაცხადა, რომ მისი რვაწლიანი კავშირი ფეხბურთელთან იდეალური არ ყოფილა, დაახლოებით ერთი თვის წინ კი ფეხბურთელმა შერინი სახლიდან გააგდო და დაიტოვა ცალმხრივი უფლება მათი საერთო შვილების -
ლამიასა და
სოლის მეურვეობაზე.
გერმანული გამოცემა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ზენლერი ჰყვება, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში არც ისე იშვიათად ჰქონდა ადგილი ბოატენგის მხრიდან ძალადობას. ერთ-ერთი ჩხუბი, რომელიც მათ შორის დეკემბერში მოხდა, იმით დასრულდა, რომ ფეხბურთელმა ქალს უკბინა.
დღეისთვის, ჯერომი და შერინი სასამართლოს ძალით არკვევენ - ვის
ეკუთვნის ბავშვებზე მეურვეობის უფლება. 30 მარტს გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამავდროულად, პოლიციამ ბოატენგთან მიმართებაში დაიწყო გამოძიება ძალადობის მუხლით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"