დავით თარგამაძემ კარიერა, შესაძლოა, ლიტვაში გააგრძელოს

AutoSharing Option
უკრაინული საიტ MatchDay-ს ცნობით, დავით თარგამაძემ, რომელზე სატრანსფერო უფლებებიც დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, შესაძლოა, კარიერა ლიტვის კლუბ "ტრაკაიში" გააგრძელოს.

საიტის ცნობით, 25 წლის ნახევარმცველი კლუბის წარმომადგენლებთან მოსათათბირებლად უკვე ჩავიდა ვილნიუსში.

ქალაქ ტრაკაის გუნდი ლიტვის ათგუნდიან ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

ამ ზამთარს იყო საუბრები, რომ თარგამაძისადმი ინტერესს ბელორუსული კლუბები - მინსკის "დინამო" და ბატე იჩენდნენ, თავად ფეხბურთელი კი ფორმის შენარჩუნებაზე "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ზრუნავდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს თარგამაძე იჯარის წესით მარიუპოლის "ილიჩევეცში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუსტადაც რომ ტრაკაიშია ამისი ადგილი :D ლიტვის ჩემპიონატს საქართველოს ჩემპიონატი ერთი თავით ჯობია
emre
14:54 03-04-2015
0
როგორი ნიჭიერია და როგორ ფლანგავს ნიჭს ქართველების უმეტესობის მსგავსად.
iikkii
14:40 03-04-2015
0

სიახლეები პოპულარული