გამოკითხვა 8 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო 15 ათასმა ადამიანმა.
პირველ ადგილზე 3,4 ათასი ხმით ჯერჯერობით გერმანელი რაინერ რაუფმანია, რომელიც "ომონიას" ლეგენდაა - 1997-2004 წლებში მან 250 გოლამდე გაიტანა ამ კლუბში.
მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიაა, "ანორთოსისის" ლეგენდას 3,2 ათასი ხმა აქვს მოგროვებული.
სხვათა შორის, მე-13 ადგილზე 1,2 ათასი ხმით გიორგი ქინქლაძეა. 52 ნომინანტს შორის მეტი ქართველი არ არის.
იხილეთ ხმის მიცემის ლინკი.