თემურ ქეცბაია კვიპროსის ისტორიაში საუკეთესო უცხოელის წოდებისთვის იბრძვის

AutoSharing Option
ცნობილი კვიპროსული გამოცემა shootandgoal.com-ი კვიპროსის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელის გამოსავლენად მასშტაბურ გამოკითხვას აწარმოებს.

გამოკითხვა 8 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო 15 ათასმა ადამიანმა.

პირველ ადგილზე 3,4 ათასი ხმით ჯერჯერობით გერმანელი რაინერ რაუფმანია, რომელიც "ომონიას" ლეგენდაა - 1997-2004 წლებში მან 250 გოლამდე გაიტანა ამ კლუბში.

მეორე ადგილზე თემურ ქეცბაიაა, "ანორთოსისის" ლეგენდას 3,2 ათასი ხმა აქვს მოგროვებული.

სხვათა შორის, მე-13 ადგილზე 1,2 ათასი ხმით გიორგი ქინქლაძეა. 52 ნომინანტს შორის მეტი ქართველი არ არის.

იხილეთ ხმის მიცემის ლინკი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალეკო კაკურიზე უეჩველი გერმანელს მიცემს ხმას უცებ ქეცბამ არ მოიგოსო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული