ლეგიონი: საბა კვირკველიას არყოფნა "რუბინს" წაგებად დაუჯდა

AutoSharing Option
7 აპრილს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის კლუბმა ითამაშა. ასე მაგალითად, დანიური სუპერლიგის "ოდენსეში", როგორც იქნა, გამოჩნდა ქართველი ფორვარდი ლადო დვალიშვილი. მან ბოლო 17 წუთი ითამაშა "ვესტსილანდთან" წაგებულ (1:2) საშინაო შეხვედრაში.

* * *
რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ყაზანის "რუბინი" შინ 1:2 დამარცხდა "კრასნოდართან". დისკვალიფიკაციის გამო იუქმა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელმა, ყაზანელთა ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ.

არ არის გამორიცხული, რომ ეს მატჩის შედეგზეც აისახა. "რუბინის" მეორე ქართველი კი, მამუკა კობახიძე, სათადარიგო იყო.

* * *
რუმინეთის პირველობაზე "კლუჟმა" შინ 1:0 მოუგო "ოცელულს". გიორგი ჭანტურია
მასპინძელთა შორის 70-ე წუთზე გამოჩნდა.

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ფახთაქორი" გასვლაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების "ალ აინს" დაუზავდა (1:1). გუნდის ქართველი კაპიტანი კახა მახარაძე შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეცვალეს.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატში აუტსაიდერმა "ზავიშამ" "პოგონს" უმასპინძლა. არ უთამაშია "ზავიშას" ქართველ ლეგიონერ გიორგი ალავერდაშვილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული