ლეგიონი: ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკს" ვერ უშველა

AutoSharing Option
გუშინ, 9 აპრილს, ქართველმა ლეგიონერებმა მხოლოდ რუსეთისა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებში ითამაშეს.

რუსეთის პრემიერლიგაში ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" გასვლაზე 0:1 წააგო ტულის "არსენალთან". ტრავმამოშუშებული ქართველი შემტევი "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში იყო.

ჯანო 84-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მას ორი კარგი მომენტი ჰქონდა გოლის გასატანად, თუმცა დარტყმა ორივე შემთხვევაში დაუგვიანდა და ამით მასპინძელთა გოლკიპერს კარის გადარჩენის საშუალება მისცა.

აზერბაიჯანის პირველობაზე ლაშა კასრაძის აზალ-ი გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ყარაბაღთან". ქართველი მცველი წაგებული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო.

უშუალო კონკურენტ "გაბალასთან" პრინციპული მატჩი წააგო გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა"
- 0:1.

კახა ცხადაძის "ინტერმა" კი დაისვენა, რადგან მისი მეტოქე "არაზი" ადრევე მოიხსნა აზერბაიჯანის ჩემპიონატიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული