თუ რა იყო ამის მიზეზი, "ტოსნოს" თავკაცმა ევგენი პერევერტაილომ Спорт День за Днем-ს განუცხადა:
- ოთარ მარცვალაძე ლეგიონერია, ასეთი კი გუნდში ექვსი გვყავს. მას სათამაშო დრო არ ეძლეოდა. მარცვალაძე ელაპარაკა გენერალურ დირექტორს, გამესაუბრა მეც და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება.
- იქნებ მან უკვე მოძებნა ახალი კლუბი? ჩვენი ინფორმაციით, ოთარი უკვე გაფრინდა საქართველოში...
- ეს მე უკვე აღარ ვიცი.
ახლა "ტოსნოს" განაცხადში დარჩა 5 ლეგიონერი:
რუსეთის I დივიზიონის რეგლამენტი ითვალისწინებს მოედანზე ერთდროულად მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოფნას.
სწორედ ეს წესი დაარღვია წინა ტურში "სახალინმა", რომელმაც მოედანზე გიორგი კახელიშვილი გამოიყვანა. აღმოჩნდა, რომ ქართველი მინდორზე მეოთხე ლეგიონერი იყო. ახლა "სახალინს" ტექნიკური წაგება ელის.
თავსატეხი ცხადაძისთვის
როგორც ჩანს, რუსეთის I დივიზიონში ლეგიონერებზე მკაცრი ლიმიტი საქართველოს ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს დიდ თავსატეხს უქადის, ვინაიდან ამ ლიგაში ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ - ზემოთ ჩამოთვლილი ტრიო (მარცვალაძე, ნავალოვსკი, რევიშვილი), აგრეთვე, "სკა-ენერგიას" ჩვენებურები, გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი. მაშინ, როცა ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია უკლუბოდ დარჩა, რევიშვილს ხელს ლეგიონერებზე ლიმიტი უშლის. ამის გამო მას 2015 წელს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
განსაკუთრებით საშიშია, როცა ეროვნული გუნდის მეკარე უთამაშებელია. არადა, პოლონეთთან მატჩამდე ამის სერიოზული საფრთხე გვემუქრება.
რაც მოქალაქეობა დაიბრუნა, "ტოსნოში" ადგილისთვის ბრძოლა ნავალოვსკისაც უჭირს, არადა, მანამდე ის შეუცვლელ ფიგურად ითვლებოდა გუნდში, ისევე, როგორც რევიშვილი.
გამოდის, რომ გარკვეულწილად, მარცვალაძის უგუნდოდ დარჩენა ნავალოვსკის გალეგიონერობასაც უკავშირდება.
"ტოსნო" 50 ქულით მე-4 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.