ამ შეხვედრაზე ყურადღებას არც გავამახვილებდით, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი - უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში, 71-ე წუთზე, მარიუპოლის "ილიჩევეცის" წარმოშობით ქართველი მცველი, ზურაბ ოჩიგავა გამოჩნდა. მან თამაშის ბოლომდე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.
ოჩიგავა 1995 წლის 18 მაისს დაიბადა. ის მარიუპოლის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და "ილიჩევეცის" მთავარ გუნდში დაწინაურებამდე ამავე კლუბის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"