ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა გურამ კაშიამ (გააფრთხილეს), ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ბენეფისი მოიწყო - 52-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ვაკოს ანგარიშზე ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 8 გოლია.
ეს ამ სეზონში მეორე შემთხვევაა, როცა ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც (მაშინ სულაც ჰეთ თრიკს გამოჰკრა ხელი) "ვიტესის" მეტოქე "დორდრეხტი" იყო.
22 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის აქამდე საუკეთესო შარშანდელი სეზონი იყო, როცა ერედივიზიეში 4 გოლის
"ჩემთვის განსაკუთრებულია, რომ ამ კლუბს უკვე ხუთი გოლი გავუტანე. პირველ ტაიმში მეტოქე აგრესიულად თამაშობდა და გვიჭირდა. მეორეში კი უკვე ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ეს შედეგშიც აისახა", - განუცხადა მატჩის გმირმა კლუბის ვებსაიტს.
ამ ტურში "პსვ ეინდჰოვენმა" ნაადრევად გაინაღდა ჩემპიონობა, ქართველთა "ვიტესი" კი 54 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მაგარი ხარ ძალიან მაგარი ვაკო.
სამაგიეროდ აპიარებენ უსაქმურებს ჯანოს,ოქრიას,და ჭანტურიას რომელთაც მთელ სეზონზე გააქვთ ერთი გოლი.
კარგით რა არ მოგბეზრათ ამ ზარმაცების გაპიარება?
ბრავო და კიდევ მადლობა ვაკოს.
-ესენი არიან პროფესიონალი მწვრთნელები და ამათ აქვთ ფეხბურთის ხედვა?