ვაკო ყაზაიშვილი: წარმოდგენა არა მაქვს, რაშია ამის საიდუმლო

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰოლანდიურმა გაზეთმა De Telegraaf-მა ერედივიზიეს მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესისა" და "დორდრეხტის" მატჩში (3:0) ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. De Telegraaf-მა მისი თამაში 7,5 ბალით შეაფასა.

ამავე გაზეთთან კომენტარში ჩვენებურმა შემდეგი განაცხადა: "დორდრეხტთან" მატჩში ბევრი თავისუფალი სივრცე შემექმნა, რაც მარკოს, დევის და ჯოშის დამსახურებაა".

ამასთან, თავად ფეხბურთელი ვერაფრით ხსნის, თუ რატომ გააქვს მას ძირითადად მატჩის მიწურულს. "ვიტესის" მაისურით მან 13 გოლი გაიტანა, აქედან 11 - მეორე ტაიმში:

"დიახ, ხშირად მეორე ტაიმში გამაქვს ხოლმე;
მეტიც, ხანდახან ბოლო წუთზე. რაშია ამის საიდუმლო? წარმოდგენა არა მაქვს.

როგორც იქნა, თავს დიდებულად ვგრძნობ, ბევრი სათამაშო დრო მაქვს. "ვიტესმა" არ უნდა დაკარგოს კონცენტრაცია და იბრძოლოს დარჩენილი ყველა ქულის მოსაპოვებლად".
სიმბოლური ნაკრები De Telegraaf-ის მიხედვით
Sportall.Ge

* * *
აღსანიშნავია, რომ ვაკო ყაზაიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში soccernews.nl-მაც შეიყვანა.

"ვიტესს" წამსვლელი დევი პრიოპერის შემცვლელის პოვნა არ სჭირდება, რადგან ასეთი უკვე ჰყავს - ვაკო ყაზაიშვილი. "დორდრეხტთან" მატჩში ქართველმა არნემულ პუბლიკას უჩვენა, რა შეუძლია მას მოედანზე. ის მოედანზე დაქროდა", - წერს საიტი.

სიმბოლური ნაკრები soccernews.nl-ის მიხედვით
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცაციაა?
odala
00:27 21-04-2015
0
საიდუმლო არა ის კიდევ... ორჯერ ერთი ერთზე გაიყვანეს, ორივეჯერ წამოეწივნენ და კინაღამ დარტყმაც არ აცალეს. მეორე საერთოდ დაუბლკეს და ბურთი შემთხვევით შევიდა კარებში...
სასიხარულოა, რომ ვიღაცას მაინც გააქვს გოლები შედარებით მაღალი დონის ლიგაში, მაგრამ ფენომენს ნუ ქმნით რა...
Lasha
11:25 21-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული