ბაჩანა ცხადაძის გოლმა ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის თასის ფინალში ვერ გაიყვანა

AutoSharing Option
21 აპრილს აზერბაიჯანის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ინტერი" "ნეფთჩის" მასპინძლობდა. ქართველი მწვრთნელის გუნდს პირველი თამაში 0:2 ჰქონდა წაგებული, საპასუხო კი 2:1 მოიგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ცხადაძეს გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი ტრავმების გამო აკლდნენ, ხოლო ბაჩანა ცხადაძემ 90 წუთი ითამაშა.

57-ე წუთზე სწორედ ბაჩანამ თავური დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა. მას მერე "ინტერის" უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" "ყარაბაღს" მასპინძლობდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. პირველი მატჩი "ყარაბაღს" 1:0 ჰქონდა მოგებული და
შემდეგ ეტაპზეც ის გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული