III ბუნდესლიგის 34-ე ტურში "უნტერჰახინგმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "შტუტგარტის" სამოყვარულო გუნდი. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა მიუნხენის "ბაიერნის" სკოლის აღზრდილმა
ლუკას ჰუფნაგელმა, ვინც საქართველოს მოქალაქეა.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე მკითხველებმა ლუკას ჰუფნაგელი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
21 წლის ჩვენებურმა ხმების 65,6% მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა.