აღსანიშნავია, რომ "ინტერის" სასტარტოში იყვნენ ალეკო ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.
დუბლი შეასრულა თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარომ.
შეხვედრა უჩვეულოდ დაიწყო: მსაჯის სასტვენისთანავე, "სიმურგის" ფეხბურთელები, პროტესტის ნიშნად, მოედანზე დასხდნენ.
საქმე იმაშია, რომ "სიმურგში" (და "ინტერშიც") ფინანსური კრიზისია, ფეხბურთელები ანაზღაურებას ვერ იღებენ. დღეს "სიმურგის" ფეხბურთელებს უთხრეს, რომ სეზონის დასრულებამდე ფულს ვერ მიიღებდნენ, რასაც მათი ასეთი რეაქცია მოჰყვა.