გიორგი ჩიხრაძის ფეხბურთელებმა მოედანზე მჯდომარე აქცია გამართეს

AutoSharing Option
1-ელ მაისს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველ მწვრთნელთა დუელი გაიმართა - კახა ცხადაძის "ინტერმა" გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ინტერის" სასტარტოში იყვნენ ალეკო ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.

დუბლი შეასრულა თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარომ.

შეხვედრა უჩვეულოდ დაიწყო: მსაჯის სასტვენისთანავე, "სიმურგის" ფეხბურთელები, პროტესტის ნიშნად, მოედანზე დასხდნენ.

საქმე იმაშია, რომ "სიმურგში" (და "ინტერშიც") ფინანსური კრიზისია, ფეხბურთელები ანაზღაურებას ვერ იღებენ. დღეს "სიმურგის" ფეხბურთელებს უთხრეს, რომ სეზონის დასრულებამდე ფულს ვერ მიიღებდნენ, რასაც მათი ასეთი რეაქცია მოჰყვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული