* * *
"ნიუკასლ იუნაიტედის" სავარაუდო მწვრთნელთა შორის არის "ანორთოსისის" ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია. საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ქეცბაიას აპოელ-ს, საბერძნეთის ნაკრებს და პაოკ-ს უკავშირებდნენ.რამდენად რეალურია "ნიუკასლის" დაინტერესება ქეცბაიათი, მალე გამოჩნდება, რადგან "კაჭკაჭების" ფანებს სურთ ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც გუნდს უკეთეს დღეებს მოუტანს.
თემურ ქეცბაია "ნიუკასლის" ფანებს შორის დიდი სიყვარულით სარგებლობს. "ნიუკასლს" კი მმართველთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომელსაც სურს, სამომავლოდ ფანებისთვის მისაღები კანდიდატურა
შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლის" ბოსმა მაიკ ეშლიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე ჯონ კარვერი რჩება მესაჭედ, თუმცა კლუბში არა მარტო კარვერს, არამედ ეშლისაც შეუდგა წყალი. "ნიუკასლმა" ზედიზედ 8 მატჩი წააგო და გავარდნის საფრთხე დაემუქრა.