"კაჭკაჭი" თემური? - კვიპროსში ქეცბაიას ინგლისურ კარიერას ვარაუდობენ

AutoSharing Option
anorthosis24.net-ი აქვეყნებს სტატიას: "კაჭკაჭი" თემური"? კვიპროსული საიტი ირწმუნება, რომ თემურ ქეცბაიას აქვს შანსი, უახლოეს მომავალში "ნიუკასლ იუნაიტედის" თავკაცი გახდეს.

* * *
"ნიუკასლ იუნაიტედის" სავარაუდო მწვრთნელთა შორის არის "ანორთოსისის" ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია. საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ქეცბაიას აპოელ-ს, საბერძნეთის ნაკრებს და პაოკ-ს უკავშირებდნენ.

რამდენად რეალურია "ნიუკასლის" დაინტერესება ქეცბაიათი, მალე გამოჩნდება, რადგან "კაჭკაჭების" ფანებს სურთ ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც გუნდს უკეთეს დღეებს მოუტანს.

თემურ ქეცბაია "ნიუკასლის" ფანებს შორის დიდი სიყვარულით სარგებლობს. "ნიუკასლს" კი მმართველთა საბჭო ხელმძღვანელობს, რომელსაც სურს, სამომავლოდ ფანებისთვის მისაღები კანდიდატურა
დაამტკიცოს", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლის" ბოსმა მაიკ ეშლიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე ჯონ კარვერი რჩება მესაჭედ, თუმცა კლუბში არა მარტო კარვერს, არამედ ეშლისაც შეუდგა წყალი. "ნიუკასლმა" ზედიზედ 8 მატჩი წააგო და გავარდნის საფრთხე დაემუქრა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თემო გვიყვარხარ, წარმატებები!
georgiano
20:13 07-05-2015
0
თემურა საკლუბო მწვრთელია მოთამაშეები თავისთან უნდა ყავდეს,ნაკრები სულ სხვა გაგებაა ძმაო.წარმატებები ,მე ვგულშემატკივრობ.
chero
21:45 07-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული