"ტოსნოზე" გული ამიცრუვდა, წამოსვლა მინდა - გიორგი ნავალოვსკიც "დილაში"?

AutoSharing Option
"ლელო" წერდა, რომ რუსეთის პირველი ლიგის კლუბ "ტოსნოდან" ახლახან წამოსულმა ოთარ მარცვალაძემ, დიდი შანსია, კარიერა გორის "დილაში" გააგრძელოს. შესაძლოა, იმავე გზას დაადგეს საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკიც, რომელიც რუსეთის პირველი ლიგის კლუბ "ტოსნოში" სწორედ მარცვალაძესთან ერთად თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში, "ტოსნოს" განაცხადში 4 ქართველი ლეგიონერი იყო: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე და მიხაილ გორელიშვილი. მარცვალაძე და გორელიშვილი უკვე წამოვიდნენ "ტოსნოდან", რაც რუსეთის პირველ დივიზიონში ლეგიონერებზე ლიმიტითაა გამოწვეული.

შესაძლოა, სეზონის ბოლოს გუნდი რევიშვილმა და ნავალოვსკიმაც დატოვონ. ამ უკანასკნელმა "ლელოს"
მართლაც დაუდასტურა, რომ კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

"მართალია, მათამაშებენ და კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე მაქვს, მაგრამ ფაქტია, გუნდში ჩვენ მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ გორელიშვილი წავიდა, ახლა მარცვალაძე.

გაუგებარია, რას ერჩიან რევიშვილს, რომელიც საუკეთესო ფორმაში იყო და სკამზე დასვეს. ქართველების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და 90 პროცენტით, ალბათ, აქედან წამოვალთ", - ამბობს ნავალოვსკი და იქვე გვიმხელს, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ გორის "დილაში" მიიწვიეს:

"ჯერ არ ვიცი, ახალ სეზონს სად დავიწყებ, მაგრამ გორის "დილაში" გადასვლასაც ნამდვილად არ გამოვრიცხავ.

ფაქტია, რომ აქაურობაზე გულაცრუებული ვარ. მხოლოდ იმიტომ ვვარჯიშობ, რომ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, ფორმაში ვიყო და მწვრთნელის ნდობა გავამართლო. ისე არ გამოვა, ცხადაძემ მიმიწვიოს და შესაფერის კონდიციებში არ ვიყო.

თუ "ტოსნო" გადათამაშებაში მოხვდება, ჩვენთვის სეზონი, მაქსიმუმ, 10 ივნისს დასრულდება და სანაკრებო მატჩსაც ჩამოვუსწრებ. მაგრამ მინდა, რომ თავიდანვე ნაკრებთან ერთად ვიყო და მოვემზადო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გორის "დილასთვის"/სავარაუდოდ ჩემპიონი გახდება/ ნავალოვსკი საუკეთესო შენაძენი იქნება ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად.
merabi
19:28 10-05-2015
0
სიამოვნებიტ გიხილავდიტ დილაში,გელით გიო
Badri
20:37 10-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული