სანდრო კობახიძემ სტუმრად ხარკოვში "მეტალისტს" გაუტანა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში გატანილი გოლით სანდრო კობახიძე გამოირჩა.

11 მაისს, ხარკოვში გამართული "მეტალისტი"-"ვოლინის" შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა, ანგარიში კი სწორედ ლუცკელთა ქართველმა ლეგიონერმა გახსნა.

სანდრომ სტუმრები მე-40 წუთზე დააწინაურა - ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მან ყველას დაასწრო და ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა. 75-ე წუთზე კობახიძე მწვრთნელმა შეცვალა.

ეს 27 წლის ქართველი ნახევარმცველის მეოთხე გოლია უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში. რაც შეეხება მის გუნდს, "ვოლინი" 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული