ლუცკის "ვოლინს", სადაც სინჯებზე თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი
გიორგი გველესიანი იმყოფებოდა, ფიფამ და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის მარტამდე ფეხბურთელთა შეძენა ოფიციალურად აუკრძალეს.
აღნიშნულ ინფორმაციას svodka.net ავრცელებს.
ამრიგად, "ვოლინი" გიორგი გველესიანს ვეღარ გაიფორმებდა. წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინული კლუბი უკვე დატოვა.