კახა მახარაძე: მითხრეს, რომ კახა ცხადაძემ ნაკრებში გამომიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან ტაშკენტის "ფახთაქორში" დაბრუნებულ კახა მახარაძეს უზბეკური გუნდის შემადგენლობაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. საქმე ისაა, რომ მახარაძე მალტასთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მკურნალობდა.

"მალტასთან შეხვედრის დროს ზედა კუნთის ნაწილი გამიწყდა. ტკივილი კი მქონდა, მაგრამ მიზეზი მოგვიანებით დავადგინე. ამის მიუხედავად, გერმანიასთან შეხვედრა არ გამომიტოვებია.

ვაღიარებ, რომ იმ დღეს კარგად ვერ ვითამაშე. თავის მართლება არ მინდა, მაგრამ ტკივილი გასაქანს არ მაძლევდა, ნემსები გავიკეთე და ასე ვითამაშე იმ მატჩში. ნაკრებიდან გუნდში დაბრუნებული კი ტკივილებმა ისე შემაწუხა, მას შემდეგ ვეღარ ვთამაშობდი.

საბედნიეროდ, კუნთი
უკვე აღმიდგა, უკვე ერთი კვირაა, რაც ვარჯიში დავიწყე და 10 მაისს მოედანსაც დავუბრუნდი. გასვლაზე ბეკობოდის "მეტალურგთან" შეხვედრა სრულად ჩავატარე. თამაში 2:1 მოვიგეთ და მიხარია, რომ ტკივილს არ შევუწუხებივარ", - ამბობს მახარაძე.

28 წლის ნახევარმცველს მხოლოდ გამოჯანმრთელება როდი ახარებს:

"მითხრეს, რომ კახა ცხადაძემ, უკრაინასა და პოლონეთთან სათამაშოდ, ნაკრებში გამომიძახა. იმედია, ივნისამდე ფორმას აღვიდგენ და გუნდს გამოვადგები.

რა დასამალია და, ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ნაკრებში მოხვედრა და თამაში ჩემთვის დიდი სტიმულია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი მამის შვილი კარგი იქნება!
KACI
10:16 13-05-2015
0
კაი კაცი თუ არის, ამას რა ჯობია. აი, კაი ფეხბურთელიც თუ გახდება, კიდე უკეთესი.
kako
10:23 13-05-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული