აფაქიძეს ლიტვური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. მას "ტრაკაიში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბესიკ ამაშუკელიც დახვდა.
ელიტაში წლეულს აღზევებულმა გუნდმა ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ ტრავმების გამო "ტრაკაის" ქართველები ვერ ეხმარებიან. იმედი, რომ ისინი მოედანს
თუმცა უკვე მესამე ტურია, ნიკა შემადგენლობაში გამოჩნდა.
"მყესები მქონდა გაწყვეტილი და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ანალოგიური ტრავმა ჰქონდა ამაშუკელსაც. ბესომ ვარჯიში უკვე განაახლა და მოედანს მალე დაუბრუნდება. მე კი ოდნავ ადრე დავიწყე თამაში და უკვე სამჯერ შევედი შეცვლაზე", - ამბობს აფაქიძე.
"ტრაკაიმ" ზედიზედ 10 თამაში მოიგო და პირველ ადგილზეა, ოღონდ ეგ არის, რომ კონკურენტ ვილნიუსის "ჟალგირისზე" ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ნიკა ფიქრობს, რომ რეალურად, მისი გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს და თან ქართველებთან შეხვედრის იმედიც აქვს:
"ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ ევროპალიგაზე და წილისყრისას განუთესავებში ვიქნებით. ამიტომ, რაც ვიცი, დიდი შანსია, რომ საქართველოს წარმომადგენელს შევხვდეთ. ეს შეიძლება იყოს ბათუმის "დინამო", "ცხინვალი" ან "სამტრედია".
ჩემი აზრით, ჩვენთან შეხვედრის უფრო მეტი შანსი ბათუმელებს აქვთ".