გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტის "სტიაუასგან" ოფიციალური მიწვევა მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ რუმინულ "კლუჟს" ყველა შემთხვევაში დატოვებს, ბუქარესტის "სტიაუასგან" ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

ამის შესახებ 22 წლის ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"სტიაუასგან" დაინტერესების მიუხედავად, ჭანტურია გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, მას შემდეგ გაირკვევა, რაც 26 მაისს, იტალიური "ვერონას" წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

"წინადადებები არის, მაგრამ ჯერ არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. ოფიციალური მიწვევა მომივიდა ბუქარესტის "სტიაუასგან". არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ არა მგონია, რუმინეთში გავაგრძელო კარიერა.

"ვერონას" წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრა
26 მაისს იგეგმება და ამ შეხვედრაზე ყველაფერი გადაწყდება. არ მინდა, ვიჩქარო, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ხანგრძლივია", - უთხრა ჭანტურიამ გაზეთ "ლელოს".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვააა
kkkjy
16:49 15-05-2015
0
მჭედლიძესავით სერია ა-ში სკამზე ჯდომას სტიაუაში თამაში სჯობია, თუმცა სტიაუას ძირითადში მოხვედრაც არ იქნება იოლი.
sabonis
19:05 15-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული