Herald Scotland: "რეინჯერსმა" არველაძეში 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე გამოცხადდა

AutoSharing Option
ახლახან შოთა არველაძემ გაჭიანურებული სასამართლო პროცესი მოუგო ამსტერდამის "აიაქსს", რომელიც ქართველ ფეხბურთელს 1,5 მილიონი ევროს გადახდას ედავებოდა. ჰოლანდიის სასამართლომ ჰოლანდიური გრანდი ქართველ ფეხბურთელთან მტყუანად მიიჩნია.

სწორედ ამ პროცესის მერე განაცხადა შოთას ადვოკატმა რობ კოჰენმა შემდეგი: "ახლა ჩაიხედოს "აიაქსმა" სარკეში და რცხვენოდეს, რასაც იქ დაინახავს. შოთას სანაცვლოდ მათ "რეინჯერსისგან" 12 მილიონი ევრო მიიღეს. შოთამ, უბრალოდ, არ დაიმსახურა ასეთი მოქცევა".

არველაძის აგენტის განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შოტლანდიურ მედიაში -
12.1599998474121px; line-height: 15.8079996109009px;">Herald Scotland-ი წერს, რომ 12 მილიონი ევრო (8,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ოთხჯერ აღემატება იმ თანხას, რაც არველაძის "აიაქსიდან" "რეინჯერსში" გადასვლის დროს გამოცხადდა.

არველაძე 2001 წელს გადავიდა "რეინჯერსში" და მალე კლუბის გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც გახდა - მან "რეინჯერსის" მაისურით ასამდე მატჩში 44 გოლი გაიტანა და გუნდი 2005 წელს დატოვა, შოთა ჰოლანდიაში დაბრუნდა, ოღონდ "აზ ალკმაარში".

როცა არველაძე "რეინჯერსში" გადავიდა, მაშინ გუნდს დიკ ადვოკაატი წვრთნიდა და გაცხადდა, რომ ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ შოტლანდიურმა გრანდმა 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

თუკი ასეა, გამოდის, რომ შოთა არველაძე გლაზგოს "რეინჯერსის" და შოტლანდიური ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირი შენაძენია. პირველი კი ტორე ანდრე ფლოა, რომლის სანაცვლოდაც "რეინჯერსმა" "ჩელსის" 12 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნუ აბუქებთ, მაგ დროს 12 000 000 ევროს არველაძეში არავინ გადაიხდიდა!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული