შოთა არველაძე "ქაისერისფორში" მიიწვიეს

AutoSharing Option
თურქული "ქაისერისფორი" პირველი ლიგის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე გახდა და სუპერლიგაში დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით კლუბმა საზეიმო შეხვედრა მოაწყო, სადაც ყოფილი თავკაცი შოთა არველაძეც მიიწვიეს.

"აქ თავს უცხოდ არ ვგრძნობ, ყველაფერი შინაურია. ეს კლუბი ბოლო ათი წლის განმავლობაში პროგრესირებს და აი, შედეგიც - სუპერლიგაში დაბრუნება.

მსოფლიოში სწრაფი წარმატებების მაგალითები იშვიათია. შეგვიძლია გავიხსენოთ "იუვენტუსი", რომელიც ელიტაში დაბრუნდა და შემდეგ ჩემპიონი გახდა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე 2010-12 წლებში "ქაისერის" წვრთნიდა. ქართველი რობერტ პროსინეჩკიმ შეცვალა. ახლა "ქაისერის"
ერთუღრულ სეჩმე
წვრთნის.

თურქული მედია ხშირად საუბრობს შოთა არველაძის შესაძლო დაბრუნებაზე "ქაისერიში".
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი სისულელეები უბაზრია...)))
Walkabout
16:41 18-05-2015
0
მაგარი.DD სად ეგენი და სად იუვე.
sabonis
17:58 18-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული