რა აერთიანებთ აკაკი გოგიას და ბრედ პიტს ფილმ Moneyball-დან

AutoSharing Option
"მიტლდოიჩე ცაიტუნგი" მორიგ სტატიას აქვეყნებს აკაკი გოგიას შესახებ. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ახლახან III ბუნდესლიგის "ჰალეშერიდან" ჩემპიონშიპის "ბრენტფორდში" გადავიდა.

"ანდი გოგია ინგლისელებმა ისე შეარჩიეს, როგორც ეს ბრედ პიტის ფილმშია", - წერს გაზეთი. 2011 წელს ბრედ პიტმა ჰოლივუდის ჯილდო მიიღო ფილმ Moneyball-ისთვის, სადაც მსახიობი ბეისბოლის გუნდის თავკაცს განასახიერებს. გუნდში მოთამაშეები აჰყავთ სტატისტიკის მიხედვით. თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებს ამ საქმეს, გუნდი ყველაფერს აგებს, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი ტრიუმფით სრულდება.

სწორედ ასე დაინტერესდნენ ქართველით მესამე ლიგის გუნდში ინგლისელები და მერე საკმაო ხანს აკვირდებოდნენ მას.

შეგახსენებთ, რომ გოგიამ "ჰალეშერის" მაისურით 11 გოლი გაიტანა, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

1-ლი ივლისიდან პლეიმეიქერი თავის სტატისტიკას უკვე ინგლისურ კლუბში მიხედავს. სამშაბათს გოგიამ "ჰალეშერის" ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამის მიზეზი საპატიო იყო. ის დასავლეთ ლონდონში (ბრენტფორდი ლონდონის დასავლეთით მდებარე გარეუბანია) იმყოფებოდა, მომავალი ბინის შესაგულებლად. ამასთან, გოგია ინტენსიურად სწავლობს ინგლისურს.

გოგიას ტრანსფერი მართლაც მოულოდნელი გახდა. ის გადავიდა გუნდში, რომელმაც ახლახან წააგო პრემიერლიგის საგზური, თუმცა "ბრენტფორდისთვის" ეს კატასტროფა არ ყოფილა - გუნდი ხომ ჩემპიონშიპში 2014 წელს ავიდა.

"გუნდს დიდი გეგმები აქვს. დასახული ამოცანა კი პრემიერლიგაში გადასვლაა", - აცხადებს გოგია, რომელმაც "ბრენტფორდთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ინგლისურ კლუბში გოგია, ხელფასის სახით, 30 ათას ევროს მიიღებს თვეში. ეს სამჯერ მეტია გერმანულ ხელფასზე. ამასთან, საკონტრაქტო ბონუსის სახით გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველი 400 ათას ევროს მიიღებს.

"ბრენტფორდში" თავიდან ჩემი სტატისტიკით დაინტერესდნენ, შემდეგ სკაუტები მაკვირდებოდნენ. რა თქმა უნდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, როცა მესამე ლიგიდან ჩემპიონშიპში გადადიხარ", - ამბობს გოგია.

"გოგია ამბიციურია. ის ლონდონში იცხოვრებს და მხოლოდ საქმეზე იფიქრებს, რათა ამან მას მშობლიური საქართველოს ნაკრების კარი გაუხსნას", - წერს გაზეთი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთ ფეხბურთელებს რომ შენატრით,რომელთაც არავითარი სოლიდარობა არ გააჩნიათ საკუთარი ქვეყნის მიმართ და მხოლოდ გამორჩენასა და გამოყენებაზე არიან,ამიტომაც იქნებით სულ ფეხბურთს მიღმა.ცხადაძეს თუ მისი გამოძახება აქვს გადაწყვეტილი ძაან მიუქარავს.კითხოს საფეხბურთო სამყაროს და გულშემატკივარს,ხელმოცარული გამყიდველების ადგილი არაა საქართველოს ნაკრებში. ცოტა მეტი თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობა მართებს როგორც სამწვრთნელო შტაბს ასევე ფედერაციას.
eagle
18:49 21-05-2015
0
საიდან გამოგაქვთ ასეთი დასკვნა?
eagle-ს
21:51 21-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული